მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
WATERPROOF WOOD ADHESEVE
მაღალი ხარისხის წყალზე ბაზირებული ხის წებო გამოიყენება ექსტერიერში. იგი არ საჭიროებს გამხსნელს და
უზრუნველყოფს წყალმედეგ, მკვრივ და დრეკად შეწებებას ხის ნებისმიერ კონსტრუქციაზე (კარი, ფანჯარა,
ჩარჩო, ღობე, ბაღის ავეჯი და სხვ.), რომლებიც მკაცრ ბუნებრივ პირობებშია განლაგებული. იდეალურია,
როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური ზედაპირის შესაწებებლად. გამოირჩევა განსაკუთრებული
თვისებებით ნესტის, წვიმის, თოვლის, ყინვის და ულტრაიისფერი რადიაციის წინააღმდეგ. გამოიყენება
ნებისმიერი ტიპის რბილ და მყარ ხეზე, დაპრესილ ხეზე, ფანერაზე, MDF და სხვ. ATLACOLL 05 უსუნოა,
ეკოლოგიურად სუფთაა, სწრაფად შრება, არ ტოვებს ლაქებს და შრობის შემდეგ ხდება გამჭვირვალე.
გამოირჩევა მდგრადობით ვიბრაციის, დარტყმისა და გაჭიმვის დროს და იდეალურია ნებისმიერი ხის
კონსტრუქციისათვის ექსტერიერში.
გამოიყენება: ყველა ტიპის ხის კონსტრუქციაზე ექსტერიერში (კარი, ფანჯარა, ჩარჩო, ღობე, ბაღის
ავეჯი და სხვ.), რომლებიც მკაცრ ბუნებრივ პირობებშია განლაგებული - ნესტი, წვიმა, თოვლი, ყინვა,
ულტრაიისფერი რადიაცია და სხვ.
მოხმარება: 80-150გ./1მ². დამოკიდებულია ხის სახეობაზე, შეერთებისა და გადაბმის ტიპზე.
შრობის ხანგრძლივობა: მოქმედებას იწყებს დაახლოებით 3-5 საათში. დამოკიდებულია ტემპერატურასა
და ტენიანობაზე. ATLACOLL 05-ის სრულ ამოქმედებასა და გააქტიურებამდე დაიცადეთ 24 საათი.
მოხმარებისა და შრობის დროს ტემპერატურა უნდა აღემატბოდეს 5ºC. მოხმარებისა და შრობის დროს
ზედაპირის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 8-10%.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი, რომელიც შრობის შემდეგ ხდება გამჭვირვალე.
დაფასოება: 0,75 კგ. / 5 კგ. / 20 კგ.
მსგავსი პროდუქტები