მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
YACHT VARNISH
გამჭვირვალე ხის ლაქი იდეალურია ექსტერიერში ხის ზედაპირის დაცვისა და დეკორატიული
გაფორმებისათვის. მისი გამოყენება მარტივია, ზედაპირზე ნაწილდება თანაბრად და ერთგვაროვნად და
განკუთვნილია, როგორც მყარი, ასევე ხის რბილი ზედაპირისათვის, როგორიცაა: კარი, ფანჯარა, დარაბა,
ღობე და სხვ. განსაკუთრებით რეკომენდებულია იახტისათვის, ასევე ხის ნებისმიერი ზედაპირისათვის
ექსტერიერში და გამოირჩევა დიდი გამძლეობით მკაცრი ბუნებრივი პირობების მიმართ. YACHT VARNISH
შეიცავს სპეციალურ ულტრაიისფერ ფილტრებს, რომლებიც იცავენ ხის ზედაპირს ულტრაიისფერი
რადიაციისგან და უზრუნველყოფენ ძლიერ და გამძლე საბოლოო ფენას, რაც ხანგრძლივად უნარჩუნებს
ზედაპირს სილამაზეს.
გამოიყენება: იახტებსა და ხის ნებისმიერ მყარ თუ რბილ ზედაპირზე ექსტერიერში (კარი, ფანჯარა,
დარაბები, ღობე და სხვ.).
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./12მ². დამოკიდებულია ხის ფორებსა და მოხმარების მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 3 საათში. შემდეგი ფენა ესმება 24 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. მოხმარებისა და შრობის დროს
ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 5oC.
ზედაპირის ბზინვარების დონე: ხელმისაწვდომია პრიალა და ნახევრად პრიალა საბოლოო ფენა.
ფერები: ხელმისაწვდომია 88 განსხვავებული ფერი MODERN & CLASSIC-ის ხის ფერთა კატალოგიდან.
დაფასოება: 750 მლ. / 2,5 ლ.
მსგავსი პროდუქტები